ქუთაისში Loudspeakers” და “REGGAEON” კონცერტი გაიმართება
პროექტის “Chekck in Georgia” ფარგლებში 25 ივნისს, 19:00 სთ-ზე ქუთაისში, ქუთაისის ძველ უბანში, თეთრი ხიდის მიმდებარედ ჯგუფების „ Loudspeakers” და “REGGAEON” კონცერტი გაიმართება.
ჯგუფი „Loudspeakers” ჩამოყალიბდა 2009 წლის დასაწყისში, რომლის შემდგომ აქტიურად მოღვაწეობს. მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ფესტივალებში როგორც საქართველოში , ასევე საზღვარგარეთ.
ბენდის წევრები: ლევან ცხვარაძე (გიტარა, ვოკალი), სანდრო წიკლაური (კლავიში), ლევან მამალაძე ( ბას გიტარა), დათო ცომაია ( დასარტყამი ინსტრუმენტები)
ჯგუფი "REGGAEON"-ი 2008 წლის აგვისტოში ჩამოყალიბდა. მისი შექმნის იდეა ჯგუფის ვოკალისტს ლაშა ნოზაძეს ეკუთვნის, რომელმაც შეძლო სხვადასხვა ჯგუფებში მიმოფანტული მუსიკოსების გაერთიანება და ერთ ჯგუფად შეკვრა. ჯგუფი "REGGAEON" ერთადერთი ქართული ჯგუფია მთელს კავკასიაში, რომელიც რეგის უკრავს.
ლაშა ნოზაძე (ვოკალი), ვახო თევზაძე (კლავიში), არჩილ ციმახურიძე (სოლო გიტარა), ლევან მიქაბერიძე (ბას გიტარა), ლაშა სხილაძე (დასარტყამი ინსტრუმენტები), ნოდარ კოტრიკაძე ( საყვირი), დავით ხიდაშელი (საქსოფონი).
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















