|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის სამი საპარლამენტო მანდატისათვის 20-მდე კანდიდატი იბრძოლებს

ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოპოვებას საინიციატივო ჯგუფების მიერ დასახელებული სამი კანდიდატი გეგმავს. ავთანდილ გოდუაძე,  ნატო დანელია და   შორენა ჯანხოთელი. საოლქო კომისიამ მათ საარჩევნო ნომრები უკვე მიანიჭა. ნატო დანელია კენჭს #47 იყრის და მას 42 ნომერი მიენიჭა, ხოლო ავთანდილ გოდუაძე და შორენა ჟანხოტელი კენჭს # 49 ოლქში იყრიან და მათ კენჭისყრის  შედეგად მიენიჭათ,  ავთანდილ გოდუაძეს #42, შორენა ჯანხოთელს კი  #43.

მაჟორიტარობის კანდიდატების  უკვე არსებულ სიას  ქუთაისში სავარაუდოდ „მრეწველებიდან“ ლაშა გვენეტაძე, „ბურჯანაძე დემოკრატებიდან“  დავით წიტაიშვილი დაემატება.

ამ დრომდე გაურკვეველია მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია. ის მისმა პარტიამ  დეპუტატობის კანდიდატად თავდაპირველად დაასახელა, თუმცა პარტიის  საარჩევნო ბლოკში "პატრიოტებთან" გაერთიანების შემდეგ წულაიას საკითხი ღიად დარჩა. 

პოლიტიკურ სუბიექტებს კანდიდატების დასახელების ვადა  8 სექტემბრამდე აქვთ. 

ამ დროისათვის ქუთაისში დასახელული მაჟორიტატობის კანდიდატების ჩამონათვალი ასე გამოიყურება.

  1. გენადი მარგველაშვილი-"ქართული ოცნება"

  2.   კობა ნარჩემაშვილი-"ქართული ოცნება" 

  3. დიმიტრი მხეიძე-"ქართული ოცნება"

  4.  გია თევდორაძე-"ნაციონალური მოძრაობა"

  5.  გიგი წერეთელი-"ნაციონალური მოძრაობა"

  6. აკაკი ბობოხიძე-"ნაციონალური მოძრაობა"

  7. ნატო ქათამაძე  - უსუფაშვილი- რესპუბლიკელები

  8.ნინო ონიანი-"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"

  9. გია ბახტაძე -"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"

  10. ლელა სებუა-ირაკლი ალასანია "თავისუფალი დემოკრატები" 

  11. გია გუმბერიძე-ირაკლი ალასანია "თავისუფალი დემოკრატები"

  12. გოგი ხაზარაძე-ირაკლი ალასანია "თავისუფალი დემოკრატები"

  13. თემურ ცამციშვილი -პაატა ბურჭულაძე ბლოკი "სახელმწიფო ხალხისთვის"

  14. ამირან ხვადაგიანი-პაატა ბურჭულაძე ბლოკი "სახელმწიფო ხალხისთვის"

  15. ზვიად ბაღდავაძე-პაატა ბურჭულაძე ბლოკი "სახელმწიფო ხალხისთვის"

  16. კახი დვალიშვილი- "ეროვნული ფორუმი" 

  17.  ავთანდილ გოდუაძე -  საინიციატივო ჯგუფი

   18. ნატო დანელია  - საინიციატივო ჯგუფი

  19.  შორენა ჯანხოთელი -საინიციატივო ჯგუფი.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა