"ამ ტემპით, დევნილების ბინებით დაკმაყოფილებას, 24 წელი დაჭირდება"
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები დევნილი მოსახლეობისა და ამ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს მედია ცენტრში შეხვდენ. მოწვეული 34 დეპუტატობის კანდიდატიდან შეხვედრაზე მხოლოდ 10 მათგანი მოვიდა. შეკრებილებს პირველმა გოგი წულაიამ მიმართა და განაცხადა, რომ ის კარგად იცნობს მოსახლეობის ამ ნაწილის პრობლემებს, რომელთაგან ერთ-ერთი სოციალურია.
"მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ასეთ პირობებში არ ცხოვრობდნენ ადამიანები, მიუხედავად იმისა, ის ადგილობრივია თუ დევნილი“, - განაცხადა წულაიამ.
შეკრებილებს ასევე ყოფილმა პარლამენტარმა ადა მარშანიამ მიმართა, რომელიც ამჯერად „პატრიოტთა ალიანსის“ იმერეთის კოორდინატორი გახლავთ. მან დევნილების პრობლემებზე ისაუბრა. ადა მარშანიას თქმით, დევნილი მოსახლეობის ბინებით დაკმაყოფილების არსებული ტემპი თუ შენარჩუნდა, ამ პროცესს 24 წელი დაჭირდება".
მისი თქმით, გაუგებარია და შეურაცხმყოფელია დევნილებისათვის ქულების მინიჭების სისტემა, რაც ასევე შესაცვლელია. ადა მარშანიას განცხადებით, ყველაზე სავალალო კი ისაა, რომ ხელისუფლება აფხაზეთის დაბრუნების საკითხზე საერთოდ არ მუშაობს და ეს "ხელჩაქნეული“ თემაა.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















