კვირაცხოვლობას, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 1 116 ბავშვი გახდება. როგორც საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრში "ძლევაი" აცხადებენ, სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 43-ე საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. პატრიარქის ნათლული კიდევ 1116 ბავშვი გახდება. პატარებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა და სააღდგომო ეპისტოლე გადაეცემათ.
ნათლობის დასრულების შემდეგ, 20:00 საათისთვის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II მიბრძანდება, ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.
დღეისთვის უწმინდესს 27 310 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.

22-ე ნათლობა სამების ტაძარში ნათლისღების დღესასწაულზე შედგა.
ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

13:50
21:51
11:02
16:29