ქუთაისში, მრეწველთა სახლში ინდური პროდუქციის გამოფენა გაიხსნა
ქუთაისში, მრეწველთა სახლში ინდური პროდუქციის გამოფენა გაიხსნა.
მერიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საგამოფენო სალონში პროდუქციის გამოფენის ორგანიზება სავაჭრო სამრეწველო პალატის მიერ შპს „ლითლ ინდია“-ს მხარდაჭერით მოხდა.
მსურველებს გამოფენილი პროდუქციის დათვალიერებასთან ერთად შეძენაც შეეძლებათ.
გამოფენა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა გახსნეს.
მრეწველთა სახლში ინდური პროდუქციის გამოფენა ათი დღე გაგრძელდება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.59%
გაუარესდა - 53.38%
არ შეცვლილა - 12.03%
სულ - 133 ხმა


16:17
12:09
11:59
17:20
















