|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, მწვანეყვავილას დასახლებაში კედელი ჩამოინგრა

ქუთაისში, მწვანეყვავილას დასახლებაში, კიბულის ქუჩაძე საყრდენი კედელი ჩამოინგრა. შემთხვევა დღეს მოხდა. ინფორმაცია ჟურნალისტმა მაია ყუფარაძემ გაავრცელა. მისი თქმით, შემთხვევა მის სახლთან მოხდა. დაზიანებული კედლის ნაწილი წლების წინ გაკეთდა, ნაწილი ახლა არის ჩასმული პროექტში, თუმცა წყლის სამუშაოების გამო რეაბილიტაცია ჯერ არ დაწყებულა. კედლის ჩამონგრევის შედეგად ავტომობილი დაზიანდა.

აღნიშნული უბანი ქალაქ მუზეუმის სამაჟორიტარო ოლქშია. საკრებულოს პრესსამსახურის განცხადებით, უბნის მაჟორიტარი თეიმურაზ ნადირაძე მომხდარზე ინფორმირებულია.

"უბნის მაჟორიტარს აქვს ინფორმაცია მომხდარზე. თემურ ნადირაძე დღეს არ არის ქალაქში, თუმცა ადგილზე უკვე გაიგზავნა სპეციალური ჯგუფი საქმის შესასწავლად. მაჟორიტარი ქალაქში ხვალ დაბრუნდება და აღნიშნული კედლის რეაბილიტაციაზე მუშაობა დაიწყება", –განაცხადა ეკატერინე კრავიაშვილმა.

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა