ქუთაისში ნაყინის ფესტივალი გაიმართება
წელს ქუთაისში ლუდის ფესტივალი აღარ გაიმართება, სამაგიეროდ, ბალახვნის ასსაფესურიან კიბეებთან გაგრილებას ნაყინის მოყვარულები შეძლებენ.
ნაყინის ფესტივალი 9 ივლისს მოეწყობა. ფესტივალის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ თეატრალიზებულ სანახაობას. ადგილზე წარმოდგენილი იქნებიან ზღაპრის გმირები, გასართობი შოუ–პროგრამა, თამაშები, მაგიდის ჰოკეო და ბატუტი.
ღონისძიებას "ბარამბინო" მართავს. ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















