ქუთაისში სიძე-პატარძლის ავტომანქანა ავარიაში მოყვა
ქუთაისში სამი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთაველის გამზირზე, პრესის სახლთან მოხდა.
თვითმხილველების განცხადებით, "ფოლც ვაგენ გოლფი" მარკის ავტომობილი სიძე-პატარძლის ავტომანქანას შეეჯახა. არიან მსუბუქად დაშავებულები.
შემთხვევის ადგილზე მცირედი დაპირისპირებაც მოხდა. მექორწილეები "ფოლც ვაგენ გოლფი" მარკის ავტომობილის მძღოლს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სიტუაციია პატრულმა განმუხტა. მექორწილეები მომხდარში "ფოლც ვაგენ გოლფი" მარკის ავტომობილს ადანაშაულებენ და ითხოვენ პასუხი აგოს მომხარზე. "ფოლც ვაგენ გოლფი" მარკის ავტომობილი მფლობელი კომენტარს არ აკეთებს.
შსს-ს წარმომადგენლის განცხადებით, საქმე აღძრულია 276 მუხლით, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















