„ქუთაისში პარლამენტის დარჩენას მხარს ვუჭერ“-კობა ნარჩემაშვილი
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა 49-ე საარჩევნო ოლქში კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა, რომ ის პარლამენტის ქუთაისში დარჩენის მომხრეა. მისი თქმით, ქუთაისი მეორე პოლიტიკური ცენტრი უნდა გახდეს.
„ მე ყოველთვის ვაკვირდებოდი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, მქონდა ჩემი მოსაზრებები. მაგრამ ახლა მეტად გავეცანი იმ პროექტებს, რაც ხორციელდება. უამრავი პროექტი კეთდება ქუთაისში. რაც შეეხება პარლამენტს, ხელისუფლებას აბრალებენ, თითქოს პარლამენტის გადატანას ცდილობს. ეს არაა სიმართლე. მე დარწმუნებული ვარ “ქართული ოცნება“ ამ საკიხთან მიმართებაში ხისტ გადაწყვეტილებას არ მიიღებს და არც არასოდეს უმოქმედია ხელის გადაგრეხვის პრინციპით. პირადად მე, მომხრე ვარ ქუთაისში იყოს პარლამენტი, მაგრამ მან უნდა შეძლოს ფუნქციური და გამართული თანამშრომლობა სხვა უწყებებთან. ქუთაისი არა მხოლოდ პარლამენტით, არამედ სხვა პროექტებითც უნდა განვითარდეს, რაც მართლა მისცემს მას შესაძლებლობას იყოს მეორე პოლიტიკური ცენტრი,“-განაცხადა ნარჩემაშვილმა ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















