|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში პეტიციაზე ხელმოწერები გროვდება

"თავისუფალი დემოკრატები" ხელმოწერების შეგროვებას ქვეყნის მასშტაბით იწყებენ. აქციას, რომელიც "კაბელების საქმეში" ბრალდებულების შეწყალებას მოითხოვს, ქუთაისიც შეუერთდა. "თავისუფალი დემოკრატების" ქუთაისის ორგანიზაციის წევრებმა ცენტრალურ ბულვარში პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის გოგი ხაზარაძის განცხადებით, კაბელების საქმეზე 5  ჯარისკაცია დაჭერილი, რომლებიც უდანაშაულოები არიან.

"ეს ადამიანები დასჯილი არიან იმის გამო, რაც არ ჩაუდენიათ. მეტი არაფერი დაგვრჩენია თუ არა ხელმოწერების შეგროვება,  რომ 7 წელი პატიმრობაში არ გაატარონ.  ჩვენს აქციას ყველა თაობის მოქალაქე უერთდება", – განაცხადა ხაზარაძემ.

მოქალაქეების განცხადებით, ბევრი დამნაშვავე გარეთ თავისუფლად დადის, უდანაშაულო ადამიანები კი პატიმრობაში არიან. ამიტომ პეტიციას უერთდებიან.

აქცია საქართველოს მასშტაბით დაიწყო და ჯამში 200 000 ხემოწერა უნდა შეგროვდეს. პეტიცია  შემდეგ კი პრეზიდენტს გადაეგზავნება.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს 5 თანაშრომელი დააკავა, მათ 7 წელი პატიმრობა მიესაჯათ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა