ქუთაისში პირველი ბრენდული სასტუმრო კანონდარღვევით მუშაობს
ქუთაისში პირველი ბრენული სასტუმრო ამ დრომდე კანონდარღვევით მუშაობს. 3 აპრილს გახსნილი "ბესტ ვესტერნი" (best western) ქართულენოვანი წარწერის გარეშეა, რის გამოც „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონს არღვევს. სასტუმროს ადმინისტრაციამ შენობის ფასადზე არ დაიტანა ლოგი ქართული შრიფტით. სასტუმროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ქეთი მიქაშავიძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს შეთანხმება ირლანდიურ მხარესთან.
"ამ დროისთვის მიმდინარეობს ადაპტაცია ლოგოში ქართული შრიფტის შესახებ, ასევე მიმდინარეობს შეთანხმება ირლანდიის ოფისთან, ლოგოს ფორმებზე"-განაცხადა ქეთი მიქაშავიძემ. მისი განცხადებით, მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, თვის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც ლოგოს დამაზადებას ერთი თვე დაჭირდება.
ქართულენოვანი ლოგის დამზადების შესახებ 20 აპრილს "ნიუპრესთან" საუბარში „საპარტნიორო ფონდის" წარმომადგენელმა ირმა ლორიამ განაცხადა, რომ ლოგოს ფორმა უკვე შერჩეული იყო და დასამზადებლად თურქეთში იყო გაგზავნილი. თუმცა დღეს ქეთი მიქაშავიძე განმარტავს, რომ თურქეთის მხარესთან გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ მოლაპარაკება ჩაიშალა. ამჯერად ლოგოს დამზადება ქართულ მწარმოებელთან მოხდება.
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი ვალდებულს ხდის ყველა კომპანიას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე რეკლამირება ქართულ ენაზე მოახდინოს.
სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია, წარწერა განთავსდეს სასურველ უცხოურ ენაზეც, თუმცა აქაც კანონი უპირატესობას ქართულ ენას ანიჭებს, ამიტომ უცხოურენოვანი წარწერა ზომით არ უნდა აღემატებოდეს ქართულ ენაზე შესრულებულ წარწერას.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა მუნიციპალიტეტების პრეროგატივაა. 2017 წელს კი არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ შედგენილია 8 ოქმი. მათივე ინფორმაციით, რვავე საქმე გადაიგზავნა სასამართლოში. ჯერჯეობით მათ სიაში ვერ მოხვდა სასტუმრო "ბესტ ვესტერნი".
ბრენდული კომპანიების კანონდარღვევის ფაქტები ქუთაისში [PHOTO]
ქუთაისის მერიამ 8 კომპანიას სასამართლოში უჩივლა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















