როგორ ემზადებიან ქუთაისში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისთვის?
ქუთაისში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან. ამ დროისთვის, მოედნებამდე მისასვლელი გზების, მწვანე ზოლისა და საფეხმავლო ბილიკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ასევე მოეწყობა ბორდიურები. კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ დაათვალიერა. მისი თქმით, ქალაქი მასპინძლობს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს 20 წლამდელთა ასაკში, ამიტომ მნიშვნელოვანია, მოხდეს სამუშაოების დროულად დასრულება.
"მნიშვნელოვანია, რომ ქალაქი მასპინძლობს ამ ჩემპიონატს, ეს არის ისტორიული ფაქტი და გვინდა, რომ მომზადებული დავხვდეთ"-განაცხადა შოთა მურღულიამ.
სამუშაოების შესრულებისათვის კომპანიას "ვორდ გლობალ ალიანსი" 45 დღე ჰქონდა.ჯამში 636 000 ლარი გაიხარჯა.
მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში 31 მაისს დაიწყება და 18 ივნისამდე გასტანს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატისთვის ქუთაისში ახალი მოედანი უნდა აეშენებინათ, თუმცა სამინისტროს არაერთი დაპირებისა, მოედანი არ აშენდა.
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი თბილისსა და ქუთაისში 31 მაისს დაიწყება
კომპანია, რომელსაც ქუთაისში რაგბის მოედანი უნდა აეშენებინა, დაჯარიმდება
კომპანია, რომელსაც ქუთაისში რაგბის მოედანი უნდა აეშენებინა, დაჯარიმდება
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















