|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქუთაისში 23 ივნისს  ელექტროენერგიის მიწოდება 1 400 აბონენტს  შეეზღუდება. ენერგო პრო ჯორჯიას ინფორმაციით, ქუთაისში ძაბვის მიწოდება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე  სოლომონ პირველის, სოლომონ მეორეს, კლდიაშვილის, ტყიბულის, ევდოშვილის, ჯორჯიაშვილის, მოსკოვის, წმ. სამების მიმდებარე ქუჩებსა და შესახვევებს  შეუწყდება. ელექტროენერგიის მიწოდება ასევე თერჯოლის რაიონის სოფელ გოდოგნის 450-მდე აბონენტს შეეზღუდებათ.

ელექტროენერგიის დროებით გათიშვა მაღალი ძაბვის ქვესადგურ „წყალწითელაში“ დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო იგეგმება.  ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოები დასრულების თანავე იქნება შესაძლებელი.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა