ქუთაისში საახალწლო მზადება დაიწყო
ქუთაისის მერია ქალაქის საახალწლო მორთულობისთვის ემზადება. ქუჩების საახალწლო მანათობელი ფიგურებით მოწყობის და საახალწლო დეკორაციების შესყიდვა-მონტაჟისთვის მერიამ 49`250 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
მიმწოდებელი ვალდებულია ქუჩების საახალწლო მანათობელი ფიგურებით მოწყობისათვის, საახალწლო დეკორაციების შესყიდვა-მონტაჟი განახორციელოს 2016 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით. შეძენილი ნივთები უნდა იყოს ახალი. ასევე თანხაში შედის მორთულობის მონტაჟი, რისთვისაც ტექნიკა თავად კომპანიამ უნდა უზრუნველყოს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















