KUTAISI COLOSSEUM OPEN AIR - 2016 - ქუთაისში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიმართება
ქუთაისში, 6 ივნისს, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიმართება. მძიმე როკისა და ალტერნატიული მუსიკის მოყვარულებს საშუალება ექნებათ კოლიზეუმის ტერიტორიაზე (სასტუმრო "რჩეულის" მიმდებარედ, გრ.ხანძთლის ქუჩა)შეიკრიბონ. ფესტივალი ღია ცის ქვეშ მოეწყობა. მასში მონაწილეობას ქართველ შემსრულებლებთან ერთად უკრაინელი, პოლონელი და იტალიელი მუსიკოსები მიიღებენ.
ფესტივალი 18:00 საათზე დაიწყება, ბილეთები იყიდება.
ფესტივალის მხარდაჭერია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















