ქუთაისში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში ევროპის მემკვიდრეობის დღეებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მუზეუმი და კულტურის სტრატეგია’’ მიმდინარეობს.
კონფერენცია ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და კულტურის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა გახსნეს.
მერიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობას საქართველოს მუზეუმების წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები იღებენ. შეხვედრაზე მუზეუმების კულტურულ-სოციალური როლის გაზრდის აუცილებლობასა და ამ მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობების შესახებ ისაუბრეს.
კონფერენცია, რომელიც ორი დღე იმუშავებს ქალაქ ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, ევროპის მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში ტარდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















