ქუთაისში საერთაშორისო ორგანიზაციის “Lions Club” წარმომადგენლები იმყოფებიან
დღეს ქუთაისის მერიასა და საერთაშორისო ორგანიზაცია “Lions Club”-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმზე ხელი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საერთაშორისო ორგანიზაცია “Lions Club”-ის, საერთაშორისო დირექტორმა იორნ ანდერსენმა მოაწერეს.
მემორანდუმის ძირითადი მიზანი მოიცავს “Lions Club International”-ის საქმიანობას ოთხი მიმართულებით, ესენია: ქველმოქმედება, ჯანდაცვა, განათლება და ახალგაზრდული სფერო. კერძოდ კი, “Lions Club Kutaisi”-ის მიერ ამ სფეროების მომცველი აქტივობების განხორციელებისას ორმხრივი თანამშრომლობა იგეგმება საერთაშორისო ორგანიზაციასა და ადგილობრივ მერიას შორის. მემორანდუმის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობა მზად არის ორგანიზაციას შესაძლებლობების ფარგლებში მატერიალურად და ადამიანური რესურსებით მხარი დაუჭიროს.
ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, მსგავს კლუბებთან თანამშრომლობა ქალაქისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.
"ჩვენ მზად ვართ ჩვენი შესაძლებლობებით გვერდით დავუდგეთ მსგავს ორგანიზაციებს",-აღნიშნა ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ.
საერთაშორისო ორგანიზაცია “Lions Club”-ს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჰყავს წარმომადგენელი. კლუბი ცნობილია ერთ-ერთ დიდი ჯგუფად, რომელსაც ორ მილიონამდე წევრი ჰყავს. ორგანიზაციას დღეს ქუთაისიც შეუერთდა. დღევანდელ შეხვედრას ასევე “Lions Club Kutaisi”-ს ხელმძღვანელი ირაკლი მაჩიტაძე ესწრებოდა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















