|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საკანალიზაციო სისტემა დაზიანდა

ქუთაისში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა. უხვი ნალექის გამო ფალიაშვილის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა დაზიანდა. ადგილზე მყოფი მოსახლოების თქმით, ფეკალური მასები ქუჩაში გადმოედინება. ადგილზე კერძო დასახლებებია, ასევე მუშაობს სავაჭრო ობიექტები. გაუსაძლისი მდგომარეობის გამო რამდენიმე მაღაზიამ მუშაობა შეაჩერა.

მოსახლეობის განცხადებით, გაერთიანებული წყალმომარაგების ცხელ ხაზზე დაკავშირება ვერ შეძლეს, რის შემდეგაც გამოიძახეს საპატრულო პოლიცია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა