|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სამედიცინო ტექსტილის ქარხანა იხსნება

ქუთაისში სამედიცინო ტექსტილის ქარხანა იხსნება. ქარხნისთვის უკვე შერჩეულია ადგილი ავანგარდში, ყოფილი ავეჯის ქარხანა.

შენობა, რომელიც მერიის ბალანსზეა, თვითმმართველობამ ახალი ღირებულებით და პირობებით აუქციონზე გაიტანა. შენობის საწყისი ფასი 435 217 ლარია. მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის გიორგი გიორგობიანის განცხადებით, შენობა გარკვეული პირობებით სხვისდება, რაც ინვესტიციას და სამუშაო ადგილების შექმნას გულისმხობს.

"შენობის ახალი საწყისი ფასი დარეგისტრირდა და აუქციონზე გავიდა, ასევე ჩაიდო პირობები, რომლის მიხედვითაც,  ინვესტრორმა ადგილზე მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, გაარემონტოს ობიექტი,  შემოტანოს დანადგარები და დაიწყოს სამედიცინო ტექსილის და ერთჯერადი სტერილური ტექსილის წარმოება",-აცხადებს გიორგი გიორგობიანი, რომლის თქმითაც, ინვესტორმა სამუშაო ადგილები უნდა შექმნას და დაასაქმოს 20 ადამიანი.

გიორგობიანის თქმით,  პროექტით უკვე არის დაინტერესებული შპს "ჯეო გრუპი", რომელიც თანახმაა მერიის პირობები  დააკმაყოფილოს და დაიწყოს სამედიცინო ტექსილის წარმოება. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა