ქუთაისში სამი შვილის დედა გაუჩინარდა
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქუთაისში ახალგაზრდა ქალი დაიკარგა. რუსუდან ჯეჯიას ოჯახი ოთხი დღეა ეძებს. ერთ-ერთი ვერსიით, რუსუდან ჯეჯიას „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ოფისთან თანამშრომლობდა და გაუჩინარების დღესაც სწორედ ოფისში წავიდა.
„თბილისიდან მოვდიოდი, რა დროსაც დამირეკა ჩემმა მეუღლემ და მითხრა, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გადავალო, რაღაც ტრენინგზე მეძახიანო. თუმცა მის მერე უკან აღარ დაბრუნებულა“, - აცხადებს დაკარგულის მეუღლე გიორგი ხურციძე.
გაჩუინარებულთან კავშირს არ ადასტურებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. როგორც ოფისში აცხადებენ, მათთან ტრენინგები დღის 16:00 და 17:00 საათზე იყო და შესაბამისად, რუსუდან ჯეჯიას 20:00 საათზე ტრენინგზე ვერ იქნებოდა.
გაუჩინარებული რუსუდან ჯეჯია სამი შვილის დედაა.
მომხდართან დაკავშირებით საქმეს ქუთაისის მეოთხე განყოფილება იძიებს. შსს ინფორმაციით, გაუჩინარებასთან დაკავშირებით ოჯახმა პოლიციას მიმართა. მიმდინარეობს გამოძიება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















