ქუთაისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს 8 მარტი მიულოცეს
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა.
ნიკოლოზ ლატარიამ ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულ ქალბატონებს ქალაქისთვის გაწეული, ფასდაუდებელი შრომისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
„დღევანდელი დღე მივულოცეთ იმ ქალბატონებს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში დგანან ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის სადარაჯოზე. ესენი არიან ქალბატონები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად პირნათლად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. ჩვენი მხრიდან ნამდვილად დასაფასებელია მათი მუხლჩაუხრელი შრომა და ღვაწლი"-აღნიშნა ნიკოლოზ ლატარიამ.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელ ქალბატონებს 8 მარტი თავმჯდომარესთან ერთად საკრებულოს სოციალურ საკითხთა და ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარემ მამუკა რიჟამაძემაც მიულოცა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















