ქუთაისში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრი გაიხსნება
ქუთაისში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრი გაიხსნება. ფილიალი ქუთაისში მომავალ წელს ამოქმედდება. აღნიშნული ინფორმაცია დღეს ცენტრის წარმომადგენლების მიერ გაჟღერდა. შეხვედრა მერიის სხდომათა დარბაზში გაიმართა. მას ახალგაზრდები ესწრებოდნენ.
ქუთაისის ვიცე-მერის კონსტანტინე ქავთარაძის განცხადებით, ამ დროისთვის წინასამარკეტინგო სამუშაოები და ჰაბის კვლევა მიმდინარეობს, რის შემდეგაც დაიწყება მოსამზადებელი სამუშაოები და მომავალ წელს ქუთაისში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრი გაიხსნება.
ცენტრი, წლებია, მუშაობს თბილისში. ფილიალები რამდენიმე რეგიონში გაიხსნა. ყველა პიროვნებას შეეძლება მივიდეს, მიიღოს კვალიფიციური დახმარება მისი ინოვაციური წინადადებების რეალიზაციისთვის, შეეძლება გამოიყენოს ის მდიდარი შესაძლებლობები, რაც ინტერნეტს გააჩნია. ფაქტიურად, საკმაოდ ძლიერი დახმარებაა. ინოვაციური ცენტრების პროექტი, ისევე როგორც მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის პროექტი, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, ყველა რეგიონში განხორციელდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















