|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყლის ავზები, სამშენებლო მასალა და "ათასი წვრილმანი" ქუთაისის ტროტუარებზე (PHOTO)

ქუთაისში  ტროტუარების მითვისება მასიურად მიმდინარეობს.  ჭავჭავაძის გამზირზე  გარევაჭრობა საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიებმაც დაიწყეს.  ჭავჭავაძის ქუჩის ტროტუარებზე წყლის ავზებს,  სარემონტო და სამშენებლო მასალების ნაირსახეობას შეხვდებით. ნივთების სიმრავლიდან გამომდიმარე,  ქვეითად მოსიარულეებს ხშირად გადაადგილება უჭირთ, რაც მათი უკმაყოფილების მიზეზი ხდება.

”ქვეითად მოსიარულეები ყველაზე მეტად ვიჩაგრებით, არა მარტო ჭავჭავაძეზე, ყველგან მსგავსი სიტუაციაა. აქ გარე ვაჭრობაა, ხოლო ქალაქის ცენტრში ავტომობილები, ღია კაფეები აფერხებენ მოძრაობას ქვეითებისთვის. ქუთაისი მოსახლეობის სიმრავლით რომ იყოს გამორჩეული, გადაადგილება შეუძლებელი იქნებოდა”,- განაცხადა ნონა ქვარიანმა.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით  პროტესტი საკრებულოს სხდომაზეც  გამოთქვეს. საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ნატო ქათამაძემ აღნიშნა, რომ  ტროტუარების  გასხვისება  მასიურად ხდება, რისი წინააღმდეგიც არის.   საკრებულოს ”ნაციონალი” დეპუტატის ბესიკ ბრეგვაძის თქმით კი, ქუთაისში გარევაჭრობამ მასიური სახე მიიღო და ამას ქალაქის  თვითმმართველობამ ყურადღება უნდა მიაქციოს.

ამის შესახებ კი ქალაქის მერმა  შოთა მუღღულიამ  განაცხადა, რომ საკითხთან დაკავშირებით კანონში ცვლილებებს ელოდება, რის შემდეგაც  კანონიერი გზით მოხდება  გარევაჭრობის რეგულირება.

 

       

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა