|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ტურისტებს "გვირილობის" ბრენდირებულ საჩუქრებს გადასცემენ

ქუთაისში ჩამოსულ  ტურისტებს აეროპორტში გვირილობის ბრენდირებულ სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემენ. აღნიშნული აქცია  გვირილობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის, ტურიზმის განყოფილების ინიციატივით იმართება. 

აქციის ფარგლებში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში  უცხოელ ტურისტებს ინფორმაციას ,,გვირილობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით მიაწვდიან.

 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებს  ბრენდირებულ მაისურებს, კეპებს და მოსაწვევებს გადასცემენ.

გვირილობა ქუთაისში 2 დან 7 მაისის ჩათვლით გაიმართება.

ავტორი: ნიუპრესი