|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ურთიერთშელაპარაკებისას დაჭრილი შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა

ქუთაისში ურთიერთშელაპარაკების დროს  ერთი  მამაკაცი დაჭრეს.  შუახნის მამაკაცი  საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ  გარდაიცვალა.

 შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, ქუთაისის ერთ-ერთ უბანში, ჭომაში მოხდა.

ფაქტთან დაკავშირებით, ეჭვმიტანილი დაკავებულია.

როგორც "ნიუპრესს" შსს-ში განუცხადეს, მიმდინარეობს სამძებრო- ოპერატიული ღონისძიებების გატარება, რომლის შესახებ უწყება განცხადებას მოგვიანებით თავად გააკეთებს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.85%
გაუარესდა - 53.79%
არ შეცვლილა - 11.36%
სულ - 132 ხმა