ქუთაისში ველორბოლა გაიმართება
ქუთაისში, 20 ივლისს, ველორბოლა გაიმართება. ფართომაშტაბიანი აქცია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას უკავშირდება. მის ორგანიზატორი „თავისუფალი დემოკრატების“ ქუთაისის ოფისის ახალგაზრდული ორგანიზაციაა.
ორგანიზატორების განცხადებით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდება, პირველი ღონისძიება კი ველორბოლა იქნება. მასში მონაწილოება ყველას შეუძლია, ვინც აღნიშნული ტრანსპორტით სარგებლობს.
ღონისძიება 19 საათზე ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საათის მიმდებარე ტერიტორიასთან დაიწყება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















