|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ხარკოვის დელეგაცია იმყოფება

 დღეს ქუთაისის მერიაში ხარკოვის დელეგაციას უმასპინძლეს.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დამეგობრებულ ქალაქის დელეგაცია საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ მიიღეს.

დელეგაციის ვიზიტის მიზანი გენდერული საბჭოების მუშაობის სპეციფიკის გაცნობა იყო. სტუმრები ხარკოვის თვითმმართველობის ლიდერ ქალებს წარმოადგენენ. ხარკოველები ქუთაისში, საკრებულოსთან არსებული გენდერული საბჭოს ხელმძღვანელის, ირმა პეტრიაშვილის მოწვევით ჩამოვიდნენ. სტუმრებმა და მასპინძლებმა შეხვედრაზე სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს ერთმანეთს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა