ქუთაისში ხოსე კარერასის კონცერტისთვის მზადება დაიწყო
მომღერალ ხოსე კარერასის კონცერტისთვის მზადება დაიწყო.მსოფლიოში აღიარებული ოპერის მომღერალი ხოსე კარერასი კონცერტს 18 ივნისს ქუთაისში გამართავს, რომელიც ქალაქის ცენტრალურ მოედანზეა დაგეგმილი. კონცერტზე დასწრება უფასოა.
პროექტი Check-in Georgia ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით ქვეყნის 19 ქალაქში დაგეგმილ კონცერტებს და 35 ფესტივალს მოიცავს. ის კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის ორგანიზებით იმართება.
პროექტის განხორციელებისათვის 29 მილიონი ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაიხარჯება. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროექტი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება. მისი მიზანი ქვეყნის კულტურულ კერად ქცევა და ტურისტების მოზიდვაა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















