ქუთაისში "მასწავლებელთა სახლის" ყოფილ შენობაში სასტუმრო განთავსდება?
ქუთაისში ყოფილ "მასწავლებელთა სახლის" შენობის დასუფთავება და საძირკვლის გამაგრება დაიწყო. როგორც "ნიუპრესს" შენობის თანამფლობელმა რამაზ სოფრომაძემ განუცხადა, პროექტი დასრულებულია, დეტალები შეთანხმებულია კულტურული მემკვიდრეობის სამსახურთან. მისი თქმით, შენობას სტატუსი წლის ბოლომდე მიენიჭება.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს საძირკვლის გამაგრება. პირველი და მეორე სართულების მეპატრონეებმა მოვილაპარაკეთ, თუმცა ჯერ-ჯერობით არ გვაქვს გადაწყვეტილი, ერთად გავაკეთებთ, თუ არა. წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, შენობას ექნება სტატუსი. აღნიშნულ ადგილზე 90%-ით სასტუმრო განთავსდება", -აღნიშნა შენობის თანამესაკუთრემ რამაზ სოფრომაძემ.
შეგახსენებთ, ქუთაისში "ყოფილი მასწავლებელთა სახლი" რამდენიმე წლის წინ, ხანძრის შედეგად განადგურდა. 2014 წლის 24 ოქტომბერს კი შენობა აუქციონის სახით შ.პ.ს HP ჯგუფმა შეიძინა. შენობა ქუთაისის ცენტრალურ უბანში მდებარეობს. "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით, მფლობელი ვალდებულია შენობას 2016 წლის ბოლომდე რეკონსტრუქცია ჩაუტაროს.
შენობის პირველი სართულის მფლობელი ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების კომპანიის „აია“-ს პრეზიდენტი, ამბერკ დვალიშვილია.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















