|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ქალბატონებისთვის უფასო გამოკვლევა იმართება

ქუთაისში ძუძუს კიბოს პრევენციისთვის მარათონი იმართება. ღონისძიება ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის „ჰერა“ ორგანიზებით მოეწყო. ქალაქის ცენტრალურ ბულვარში დღის განმავლობაში 40 წლის ზემოთ ქალბატონებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ მონაწილეობა უფასო გამოკვლევაში.

"ჩვენ ვაკეთებთ დღეს მარათონს სიცოცხლის გადასარჩენად. 40–დან 70 წლამდე ასაკის ქალბატონებისთვის ვატარებთ უფასო გამოკვლევას. აქციის მთავარი მიზანია ჩვენი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, მოიხსნას სტიგმა და კომპლექსი, რომელიც ონკოლოგიურ დაავადებებს ახასიათებთ.  ძუძუს კიბოს დროულად გამოვლენა ძალზედ მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამის დამარცხება შესაძლებელია",-აღნიშნა  "ჰერას" ხელმძღვანელმა მარიკა დავითულიანმა.

მსგავსი ღონისძიება მსოფლიოს 70 ქვეყანაში იმართება. მისი ორგანიზატორია ამერიკული ორგანიზაცია სუზან კომენის ფონდი, რომლის დაფინანსებითაც ტარდება აღნიშნული ღონისძიება.

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა