ქუთაისში ზვიად ბოლქვაძის კონცერტი გაიმართება
ქუთაისში ზვიად ბოლქვაძის კონცერტი გაიმართება. არსებული ინფორმაციით, კონცერტში სხვა ცნობილი მუსიკოსებიც მიიღებენ მონაწილეობას.
მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელის მირანდა კუპრავას განცხადებით, ამ დროისთვის მუსიკოსთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, კონცერტი საქველმოქმედო იქნება და შემოსული თანხა მთლიანად ბერი ანდრიას ფონდში გადაირიცხება.
ცნობილია კონცერტის სავარაუდო თარიღიც, 2 დეკემბერს კონცერტი მესხიშვილის თეატრში გაიმართება. მხარდამჭერია ქუთაისის მერია.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















