ქუთაისთან ვერტიკალური ბაღები მოეწყობა
იმერეთის გუბერნიაში გამართულ შეხვედრას გამგებლებთან ერთად „ბიზნებისა და ტურიზმის საერთაშორისო კორპორაციის“ ვიცე პრეზიდენტი ესწრებოდა. არჩილ დოლიძემ, რომელიც ამავდროულად პროექტის, „შავი მარგალიტი“ ავტორია, იმერეთში დაგეგმილ ინვესტიციაზე ისაუბრა.
არჩილ დოლიძის განცხადებით, იმერეთსა და ქუთაისში აგროსამრეწველო კომპლექსების მშენებლობა იგეგმება.
„ვიღებთ ვალდებულებას იმერეთში 250 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელების, რომლის ფარგლებში იმერეთის გუბერნატორს წარვუდგინეთ ორი პროექტი, რძის საწარმოს პროექტი და ვერტიკალური ბაღები- მწვანე პლანეტის პროექტი, რაც არის სინთეზში ტურიზმთან. ამ ორი პროექტის ღირებულება არის 250 მილიონი, ასევე გვაქვს სხვა პროექტები, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით ვგეგმავთ 5 მილიარდის ინვესტიციას“,-განაცხადა დოლიძემ.
მისი თქმით, ინვესტიცია არ იქნება ერთი რომელიმე ინვესტორის და ის იქნება თანამონაწილეობით, რომ არ მოხდებს მონოპოლიზაცია. ამ დროისთვის იმერეთის გუბერნატორთან ტერიტორიების შერჩევა მიმდინარეობს. გაფორმდება მემორანდუმი, რომლის შემდეგაც ერთი თვის ვადაში დაიწყება წინა საპროექტო სამუშაოები, რომელიც სამ თვეში დამთავრდება. ამის შემდგომ მოხდება მიწების გადაცემა და სტატუსების განსაზღვრა. ვერტიკალური ბაღები, შესაძლოა, ქუთაისთან ახლოს მოეწყოს.
პროექტი ასევე ითვალისწინებს აგროკოლეჯის შექმნასაც, სადაც ახალგაზრდები გადამზადდებიან. ორივე პროექტში ადგილობრივები დაიწყებენ მუშაობას, პროექტის ავტორების მტკიცებით, მაღალი ანაზღაურებით.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















