„უცხოელი ტურისტების მიმართ გახშირებული კრიმინალური ფაქტები შემაშფოთებელია“
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ოთარ კახიძემ ქუთაისში ბრიფინგი გამართა და ქვეყანაში გაზრდილ კრიმინალზე ისაუბრა. მან ყურადღება ტურისტებზე გახშირებულ თავდასხმებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ტურისტების მიმართ განხორციელებული ძალადობა ქვეყნის ეკონომიკაზე მძიმედ აისახება.
„ქვეყანაში უცხოელი ტურისტების მიმართ გაზრდილი კრიმინალი შემაშფოთებელია, აგვისტოს თვეში რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.დაიკარგა ტურისტი სვანეთში, მოკლეს კახეთში, დაიღუპა აჭარაში და კიდევ მრავალი შემთხვევა, რომლებიც არის მიმდინარე თვის ქრონიკებიდანა. ეს არის შემაშფოთებელი, რადგან შეამცირებს ტურისტების ნაკადს, მძიმედ დაეტყობა ქვეყნის ეკონომიკას და რაც მთავარია, ქვეყნის იმიჯს. მივმართავთ ხელისუფლებას მიაქციოს ყურადღება ამ ფაქტებს“-განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ოთარ კახიძემ.
მისივე განცხადებით, 2012 წელს საქართველო უსაფრთხო ქვეყანათა სიაში პირველი იყო, ახლა კი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.
„2011 წელს, რომ გვინდოდა ქვეყნის პოპულარიზაცია მსოფლიოს მასშტაბით, აღმოვაჩინეთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის საელჩო 2006 წელს მომხდარი ფაქტის შესახებ წერდა და აფრთხილებდა მოქალაქეებს, რომ საქართველოში ტურისტებზე ყაჩაღობა ხდებოდა. 5 წელი დაგვჭირდა, რომ ეს დამოკიდებულება შეცვლილიყო. 2002 წელს ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა ვიყავით. თუ ახლა მთავრობა არ მიქცევს ამას ყუდარღებას, ამის გამოსწორება წლების განმავლობაში აღარ მოხდება. ხელისუფლებამ ვერ შინარჩუნა ქვეყნის იმიჯი, ამიტომ 8 ოქტომბერს ჩვენ არჩევნების გზით შევცვლით ამ მდგომარებობას“-განაცხადა ოთარ კახიძემ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















