|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ძლიერმა წვიმებმა იმერეთი მნიშვნელოვნად დააზარალა

ძლიერმა წვიმებმა და უხვმა ნალექმა იმერეთის  რეგიონი დააზარა. ტყიბული, ბაღდათი, სამტრედია, ზესტაფონი, ვანი სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ებრძვის. ადიდებულმა მდინარე სულორმა ხიდები წაიღო. 100–მდე ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.  ტყიბულის რამდენიმე სოფელი კი მეწყერმა დააზარალა.

რა ოდენობის ზარალი მიიღო სტიქიის შედეგად იმერეთმა,  ამის შესახებ პასუხი არ აქვთ  იმერეთის გუბერნიაში. გუბერნიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, სალომე ჩინჩალაძის განცხადებით,  ვინაიდან წვიმა გრძელდება,  ადგილზე სამუშაოები ვერ მიმდინარეობს,  შესაბამისად ვერ ხდება ზარალის დათვლა. მისი თქმით, რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ამინდის შეცვლისთანავე  დაიწყება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 ივლისამდე არამდგარდი ამინდია მოსალოდნელი როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში.

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა