რა ქონებას ფლობს იმერეთის ახალი გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე?
"ნიუპრესი" აგრძელებს საჯარო მოხელეთა ქონებრივი მდგომარეობის გაცნობას. ამჯერად იმერეთის ახალი გუბერნატორის შავლეგო ტაბატაძის ქონებრივ მდგომარეობას გაგაცნობთ. შავლეგო ტაბატაძემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2016 წელს შეავსო, შესაბამისად, შესაძლოა, მისი ქონებრივი მდგომარეობა ამ დროისთვის განსხვავებულია.
გენერალი შავლეგო ტაბატაძე 1977 წლის 12 თებერვალს რუსთავში დაიბადა. ყავს მეუღლე ეკატერინე ბარბაქაძე და ოთხი შვილი.
მეუღლის სახელზე არის რეგისტრირებული 108 კვ. მ ფართობის ბინა თბილისში, მის სახელზეა საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ხაშურში და 18. კვმ ფართობი, რუსთავში, აგრარულ ბაზარში. იმ დროის მონაცემებით, ოჯახი არ ფლობდა ფასიან ქაღალდებს.
შავლეგო ტაბატაძე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსად, წლიური ანაზღაურება შეადგენდა 37013.05 ლარს.
შეგახსენებთ, შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორად დაინიშნა, მას როგორც საჯარო მოხელეს განმეორებით მოუწევს ქონებრივი დეკლარაციის შევსება.
"პირადად არ შეგაწუხებთ ხოლმე ასეთი გამოძახებებით, მე გეახლებით ადგილზე" [VIDEO]
გენერალი შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორის პოსტზე მუშაობას შეუდგა
იმერეთის გუბერნატორად შავლეგო ტაბატაძე დაინიშნა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















