|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ქონებას ფლობს ქუთაისის მერის მოადგილე იუზა უგულავა?

"ნიუპრესი" აგრძელებს თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების გაცნობას.

ამჯერად გთავაზობთ ქუთაისის მერის მოადგილის იუზა უგულავას ქონებრივ დეკლარაციას. ის ქუთაისის მერის მოადგილედ გასული წლის დეკემბერში დაინიშნა.

იუზა უგულავა საცხოვრებელ სახლს ფლობს ხონში, აღმაშენებლის ქ. #31- ში, ასევე ფლობს  2500 კვ.მ მიწის ნაკვეთს.  

დეკლარაციაში ოჯახის ერთი წევრი - დედა ფიგურირებს. 

 იუზა უგულავა საჯარო სამსახურში მოსვლამდე ბიზნეს საქმიანობით იყო დაკავებული. იყო ქუთაისის ყოფილი მერის ნუგზარ შანუგიას ბიზნეს პატრნიორი. ის სამ სხვადასხვა შპს-ში  - შპს "კავკასია 2007",  "მექანიკოს 2006" და  "შპს იუკო" ფლობს წილს, თუმცა ამ შპს-ს გასულ წლებში თანხის ბრუნვა არ უფიქსირდება. 

2015 წლიდან იუზა უგულავა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში  პროექტების კოორდინირების სამსახურში მუშაობს, საიდანაც 2016 წელს 16 800 ლარი მიღებული აქვს. 2016-17 წლებში იუზა უგულავა ხონის გამგებლის მოადგილედ მუშაობდა. 

დეკლარაცია 2017 წლის  30 ივნისს არის შევსებული.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა