|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ღონისძიებებს შეიძლება დაესწროთ 26 მაისს ქუთაისში

საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავის  აღსანიშნავად ზეიმი ქუთაისში დილიდან დაიწყება. ღონისძიებები ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანებისათვის არის გათვალისწინებული.

 11 საათზე ქალაქის ცენტრალურ მოედანზე  ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეები ფლეშმობს გამართავენ, შემდეგ კი მესხიშვილის თეატრში გადაინაცვლებენ. ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი მესხიშვილის თეატრში 14 საათამდე გასტანს.  ცენტრალურ მოედანზე კი 12 საათიდან სამხედრო აღლუმი გაგრძელდება, სადაც წვევამდელები სამხედრო ფიცს დადებენ.

ამავდროულად ტრადიციულად მოხდება  მერაბ კოსტავას ძეგლის პატივგება(11:30სთ).

მსურველებს მთელი დღის განმავლობაში შეეძლებათ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გამოფენილი სამხედრო ტექნიკის დათვალიერება, ასევე დაგეგმილია პატიმრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ის  ალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართბა.(უამინდობის შემთხვევაში ოპერის თეატრში). სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა კი  ცენტრალური ბაღში გაიმართება.

ცენტრალური ბაღი  ყვავილების ფესტივალს უმასპინძლებს,  პატარებს კი ამ დროს ატრაქციონებზე გართობის შესაძლებლობა ექნებათ. ბავშვებს უფასოდ შეეძლებათ თოჯინებს თეატრში წარმოდგენის ნახვა. 

უფრო მოზრდილებს კი ნ.ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის ისტორიული მუზეუმში შეუძლიათ გამოფენა ლექციას დაესწრონ, თემაზე- „საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი რაინდები“( 14:00სთ) 

სპორტის მოყვარულებს კი სპორტის სასახლეში ქუთაისისა და თბილისის საკალათბურთო გუნდების ფინალურ მატჩზე დასწრება  შეუძლიათ.

გულდაწყვეტილი არც თეატრის მოყვერულები დარჩებიან.  ქაიხოსრო ჩოლოყაშვილისადმი მიძღვნილი სპექტაკლი ,,ეროვნული გმირი’’ - ლ.მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრში 19:00 საათზე დაიწყება,  წარმოდგენას  ნიკო ნიკოლაძის სახ. სკოლა-ლიცეუმი განმართავს. 

ღონისძიებებს 20:00 სააათზე  გალა-კონცერტი დააასრულებს, რომლის შემდეგაც  ფოიერვერკის, ბაგრატის  ტაძრიდან ფრანების გაშვება მოხდება.

 

  

 

ავტორი: ნიუპრესი