ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა "ქართულ ოცნებას" 160 ათასი ლარი შესწირეს
წინასაარჩევნო კამპანია დასასრულს უახლოვდება. “ნიუპრესი“ დაინტერესდა, ქუთაისში რეგისტრირებულმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა თავიანთ პარტიებს საარჩევნოდ შემოწირულობების სახით რა ოდენობით თანხა გადაურიცხეს.
ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, საარჩევნოდ ყველაზე მეტი შემოწირულობა „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა გაიღეს.
ივლისში პარტიას 55-55 ათასი ლარი შეწირეს კობა ნარჩემაშვილმა და გენადი მარგველაშვილმა. მათ 5 000 ლარით ჩამორჩა დიმიტრი მხეიძე, რომელმაც აგვისტოში პარტიას 50 000 ლარი გადაუხადა. ჯამში, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა "ქართულ ოცნებას" 160 ათასი ლარი შესწირეს.
მოკრძალებული თანხები შესწირეს პარტიას „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა. გიგი წერეთელმა 3 000 ლარი გადარიცხა, აკაკი ბობოხიძემ 990 ლარი, პარტიისათვის თანხა არ გადაურიცხავს გია თევდორაძეს.
სოლიდური თანხა შესწირა პარტიას „პატრიოტთა ალიანისის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნინო ონიანმა. მან პარტიას თანხა წელს 6-ჯერ შესწირა, ჯამში, 12 407 ლარი.
"ალიანსის" დანარჩენ კანიდატებს თანხა არ გადაურიცხავთ, შემოწირულობის სახით თანხა არ გადაურიცხავთ სხვა პარტიების კანდიდატებს, როგორც ჩანს, მათ მიერ საკუთარი შემოსავლებით საკუთარი საარჩევნო კამპანიის დაფინანსება მოხდა.
8 ოქომბერს ქვეყანა ახალ პარლამენტს აირჩევს. ქუთაისის სამ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის მანდატისათვის 33 კანდიდატი იბრძოლებს. ერთი კანდიდატი "ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის" კანდიდატი თემურ ცამციშვილი წინასაარჩევნო კამპანიას ცნობილი მოვლენების გამო გამოეთიშა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















