საბავშვო ბაღებში სასწავლო წელი 24 ივნისს დასრულდება
საბავშვო ბაღებში სასწავლო წელი 24 ივნისს დასრულდება. მათთვის კი, ვინც ზაფხულზე ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს, მორიგე ბაღები იფუნქციონირებს. თუმცა, რამდენი და რომელი ბაღები მოემსახურებიან პატარებს, ამ დროისთვის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში არ იციან. როგორც ბაგა–ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ნანა ლორთქიფანიძემ "ნიუპრესთან" საუბარში განაცხადა, მიმდინარეობს მუშაობა ამ საკითხთან დაკავშირებით და ერთ კვირაში გახდება ცნობილი იმ ბაღების შესახებ, რომლებიც მთელი ზაფხულის განმავლობაში მიიღებენ ბავშვებს.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში 37 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















