|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გაუხმაურებელი" ვაკანსიები იმერეთის გუბერნიაში

იმერეთის გუბერნიაში 5 პოზიციაზე ვაკანსიაა გამოცხადებული, ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ hr.gov.ge–ზე განთავსებული, განაცხადების მიღება ხვალ სრულდება.

ვაკანსიებია გამოცხადებული, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის პოზიციაზე, სტრუქტურული ერთეულის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი სპეციალისტის, ასევე გუბერნატორის აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობებზე.

კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება კომისიის ხმათა უმრავლესობით. კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს განცხადების წარდგენის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია მასმედიით არ გავრცელებულა, როგორც ეს სხვა შემთხვევებში ხდებოდა. შესაბამისად, ვაკანსიების შესახებ ფართო საზოგადოება ინფორმირებული არაა.  

როგორც გუბერნიის პრესსამსახურში განმარტავენ, ინფორმაცია გავრცელდა hr.gov.ge–ზე წესების დაცვით, რაც შეეხება მასმედიით გავრცელებას გვპასუხობენ, რომ კანონი ამ მოთხოვნას არ ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე გუბერნიასა და მერიაში გამოცხადებული ვაკანსიებისა და კონკურსის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით ბრიფინგი იმართებოდა. ასევე ხდებოდა არსებული ვაკანსიების ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა