რეგიონში საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისაგან პასუხისმგებელი ჯგუფები შეიქმნება
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, 8 ოქტომბრის არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად საქართველოს თითოეულ რეგიონში საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისაგან პასუხისმგებელი ჯგუფები შეიქმნება.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული ჯგუფები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე უზრუნველყოფენ: მოსალოდნელი საფრთხეების, მათი გამომწვევი მიზეზებისა და რისკების მუდმივ შეფასებას და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას; არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელთა შესაძლო გამოცხადების მიზნით, უსაფრთხოების გეგმის შემუშავებასა და არჩევნების პერიოდში გამოვლენილ სამართალდარღვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების ორგანიზებას.
შს მინისტრის სპეციალური ბრძანება ძალაში უკვე შევიდა. გიორგი მღებრიშვილმა ის საქართველოს ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებსა და შს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელებს გააცნო, რომლებთანაც ვიდეოხიდის მეშვეობით სამუშაო თათბირი ჩაატარა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















