დავით დვალი: "პაატა ბურჭულაძის გუნდში გადასვლას არ ვაპირებ"
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავს. როგორც მან "ნიუპრესს" განუცხადა, არჩევნებში არც "ქართული ოცნების" და მით უფრო, არც სხვა პარტიის ფრთის ქვეშ მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოპოვებას არ შეეცდება. მისი თქმით, ის აქტიურად მუშაობს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე, ემსახურება მოსახლეობას და არ აპირებს პოზიციის შეცვლას.
შესაბამისად, დვალი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, პაატა ბურჭულაძის გუნდში მისი შესაძლო გადასვლის შესახებ. "ეს არის ახალი სააგენტოს მიერ რეიტინგზე გათვლილი ინფორმაცია, ან დაკვეთა რომელიმე ჯგუფის მიერ. უპრიანი იქნება ავტორმა თავად ისაუბროს, ვინ არის "კულუარული წყარო"? რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, არ ვადასტურებ. ძალიან კარგად და მყარად ვარ იმ გუნდში, სადაც ვარ, ვიზიარებ მათ შეხედულებებს, ვიქნები ბოლომდე ამ გუნდში და არსად წასვლას არ ვაპირებ", –განაცხადა დავით დვალმა.
გავრცელებულ ინფორმაციას, დავით დვალის მათ რიგებში გადასვლის შესახებ, არც ბურჭულაძის გუნდში ადასტურებენ.
შეგახსენებთ, აღნიშნული ინფორმაცია "geonetpress. ge"-მ გაავრცელა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















