|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რეორგანიზაცია ემსახურება ხელმისაწვდომი და ოპერატიული სერვისების შექმნას"

,,რეორგანიზაციის პროცესი ძირითადად ემსახურება ხელმისაწვდომი, მოქნილი და ოპერატიული სერვისების შექმნას მოქალაქეებისთვის. არქიტექტურის ა(ა)იპი ღია ფანჯრის პრინციპით მოემსახურება მოქალაქეებს და გაცილებით გამარტივებულს გახდის ყველა სახის პროცედურას" -ამგვარად პასუხობენ ქუთაისის მერიაში გარეთიანებული ოპოზიციის განცხადებას.

ქუთაისის მერიის გავრცელებული ინფორმაციით, აუდიტის სამსახურის შექმნის მიზანი არსებული ხარვეზების გამოვლენაა. 

"ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული რეორგანიზაციის ფარგლებში იგეგმება აუდიტის სამსახურის შექმნა, თვითმმართველობათა კოდექსის თანახმად მიზანშეწონილია არსებობდეს შიდა უწყებრივი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს არსებული ხარვეზების გამოვლენას და მათი აღმოფხვრის ეფექტური სტრატეგიის შემუშავებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აუდიტის სამსახურის შექმნა. მართალია, ის აქამდე არსებობდა მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახით თუმცა, მისი როგორც სამსახურად ჩამოყალიბება, რომელიც ფართო უფლებამოსილებით იქნება აღჭურვილი არსებითი მნიშვნელობა ექნება ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობაში,"-აცხადებენ ქუთაისის მერიის პრესსამსახურში

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ დღეს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მერიაში რეორგანიზაციის მოტივი პარტიული აქტივის დასაქმებაა.

"ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის რეალური მიზანი პარტიული აქტივის დასაქმებაა"

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა