ბაგა–ბაღების გაერთიანების ყოფილმა თანამშრომლებმა სასამართლოს მიმართეს
რეორგანიზაციის ფარგლებში გათავისუფლებულმა ქუთაისის ბაგა–ბაღების გაერთიანების თანამშრომლებმა სასამართლოს მიმართეს. დირექტორის მოადგილის მაკა ნაცვლიშვილისა და პრესსამსახურის წარმომადგენლის ქეთი დეისაძის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს" ადვოკატი თამთა კახიძე დაიცვას.
ბაღების გაერთიანების ყოფილი თანამშრომლები გაერთიანებას უკანონოდ გათავისუფლებაში ედავებიან და სამსახურში აღდგენას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ ბაღებში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად სამი თანამშრომელი მათ შორის დირექტორის ორი მოადგილე გათავისუფლდა. მათგან ერთ–ერთმა მაკა დოღონაძემ სასამართლოს არ მიმართა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















