|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რეროსთან" ხელშეკრულების გაფორმება ჩემს დეპუტატობას არ უკავშირდება - ლაშა გვენეტაძე

"რეროსთან" ხელშეკრულების გაფორმება არ უკავშირდება ჩემს სადეპუტატო საქმიანობას - ამგვარად ეხმაურება საკრებლოს დეპუტატი ლაშა გვენეტაძე "ნიუპრესზე" გამოქვეყნებულ მასალას. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ქუთაისის მერმაც.

როგორც დეპუტატი აცხადებს, მის კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებები "რეროს" ამბიციებს უკავშირდება. 

"ზუსტად რა თანხაზეა საუბარი არ ვიცი.  თუ არ ვცდები, მერიას ათ ორგანიზაციასთანა აქვს კვებით მომსახურებაზე ხელშეკრულება გაფორმებული.  "რეროს" თავისი დახვეწილი გარემოთი იმხელა ამბიცია აქვს, რომ ქალაქში სამეულში მოხვდეს.  აქედან გამომდინარე, დღესასწაულებზე ფორმდება ხელშეკრულება და ეს ჩემი ინიციატივით არ კეთდება.  "რეროს"  ხარისხიდან გამომდინარე ხდება ეს და ვერ დავადასტურებ, რომ მაინცდამაინც "რეროსთანაა". პირადად ვერანაირ კორუფციულ გარიგებას ვერ ვხედავ. რომ არ იყოს "რერო",  გაფრომდება სხვასთან, ისევე, როგორც ახლა ფორმდება. ჩემი საკრებულოს დეპუტატობა არაფერ შუაშია.  ხუთი დამფუძნებელი ვართ,  დეკლარაციაც შევსებული მაქვს,  დაცული მაქვს საჯარო სამსახურის შესახებ კანონი და ყველა მოთხოვნა", - განაცხადა ლაშა გვენეტაძემ.

მერიას "რეროსთან" წელიწადნახევარში რვა ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. 

ხელშეკრულების შერჩევით გაფორმებას არასწორს უწოდებს ქუთაისის მერი. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, არასერიოზულია, ის რომ მერია ხელშეკრულებას საჯარო მოხელეებთან დაახლოებულ კომპანიებთან შერჩევით აფორმებს. მისი თქმით, მერიას "არგოსთან" ხელშეკრულაბა არ აქვს გაფორმებული და იქ სტუმრები არ მიუყვანიათ, თუმცა კითხვაზე, ყავდათ თუ არა სტუმრები შპს "ანასტასიაში", რომელიც "არგოს" მფლობელია, პასუხობს, რომ არ იცის.

ცნობისთვის, კაფე - ბარი "არგო" შპს "ანასტასიას" დაქვემდებარებაშია და ტენდერებში ხელშეკრულება სწორედ "ანასტასიას"  მფლობელ დავით შარაბიძესთანაა გაფორმებული. 

ქუთაისის მერია საჯარო მოხელეებთან დაახლოებულ ბიზნეს ობიექტებთან მრავალათასიან ხელშეკრულებებს აფორმებს

ავტორი: ნიუპრესი