|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით უსუფაშვილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ქუთაისის, ზესტაფონისა და ბაღდათი-ხარაგაულის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

დავით უსუფაშვილმა კანდიდატი პირველად ზესტაფონში  წარადგინა, სადაც ამომორჩევლებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამაზე ისუაბრა, მოგვიანებით კი შეხვედრები ქუთაისსა და ბაღდათში გაიმართა.

ზესტაფონის მაჟორიტარობისთვის „რესპუბლიკური“ პარტიის სახელით თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი იბრძვის, ქუთაისის მაჟორიტარად #48-ე ოლქში  ნატო ქათამაძე, ბაღდათი -ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატი კი  ნოდარ ებანოიძეა.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა