რიკოთის გვირაბში 3-5 აპრილს ღამის საათებში შეზღუდვები დაწესდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რიკოთის საავტომობილო გვირაბში (ძველი გვირაბი) 3 აპრილიდან 5 აპრილამდე, 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სავალი ნაწილის ერთ ზოლზე რევერსულად განხორციელდება.
შეზღუდვის მიზეზი პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოებია.
მათივე ცნობით, დროის აღნიშნულ პერიოდში საავტომობილო გზის სურამის კვანძი-ზესტაფონის(კმ132-კმ200) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.2%
გაუარესდა - 52.8%
არ შეცვლილა - 12%
სულ - 125 ხმა





14:35
13:33
22:22
















