|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როდესაც ახალბედა მეღვინეს დახმარება მესაჭიროებოდა, USAID-მა სწორედ მაშინ დამიჭირა მხარი -ბაია აბულაძე

USAID მხარს უჭერს სოფლად შემოსავლების ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას, აგრობიზნესში ინვესტიციების მოზიდვასა და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფას. 

ბაია აბულაძის შემთხვევაც სწორედ მეწარმეობის განვითარების ერთ-ერთი მაგალითია. ის „ბაიას ღვინის“ დამფუძნებელია, რომელიც ბაღდათში, სოფელ ობჩაში იწარმოება. 

USAID-ის პროგრამის დახმარებით, ბაიას შესაძლებლობა მიეცა საკუთარი მეღვინეობა განევითარებინა  და გამოწვევები დაეძლია -  „მაშინ, როცა ჩვენს მეღვინეობას ნელ-ნელა ვზრდიდით და ვაძლიერებდით, არ გვქონდა ბევრი საჭირო უნარი თუ ინფორმაცია მართვის, პრობლემებთან გამკლავების შესახებ. USAID-ის ,,სოფლის მეურნეობის განვითარების  პროგრამაში ჩავერთე, რამაც საშუალება მომცა სამეწარმეო უნარები, ცოდნა ამემაღლებინა და ბევრი საინტერესო ადამიანი გამეცნო ჩვენი სფეროდან“,-ამბობს ბაია აბულაძე 

ბაიას მეღვინეობა აქტიური ტურისტული ლოკაციითაც გამოირჩევა, ამიტომაც ტურისტული კუთხით არსებული პოტენციალის ასათვისებლად და მისი პოპულარიზაციისთვის  USAID-ის დახმარებით სოციალური მედიის მართვის, მომხმარებელთან კომუნიკაციისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გაცნობაც შეძლო.

 

თანამშრომლობა და პარტნიორი ორგანიზაციის მხარდაჭერა ჩემთვის მეგობრობასავითაა, ის ურთიერთგაგებას, ბედნიერ თუ რთულ დღეებში თანადგომას უნდა ემყარებოდეს, რაც USAID-ის მხრიდან ხელშეწყობაშიც გამოიხატა - როდესაც ახალბედა მეღვინეს დახმარება მესაჭიროებოდა და ჰობი საქმიანობად უნდა მექცია, USAID-მა სწორედ მაშინ დამიჭირა მხარი- ამბობს ბაია.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა