|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როდის დასრულდება ნიკეა-ავანგარდის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია?

ქუთაისში, ჭავჭვაძის გამზირზე მოძრაობის განტვირთვის მიზნით, მერიამ შემოვლითი გზის რეაბილიტაცია დაიწყო. ნიკეა-ავანგარდის დამაკავშირებელი მონაკვეთის მშენებლობისთვის ტენდერი მაისში გამოცხადდა. ტენდერში 7 კომპანია მონაწილოებდა. ამხანაგობამ "მშენებელი"  2 816 448 ლარიან ტენდერში მონაწილეობა 2 253 159 ლარად მიიღო და ბოლო შეთავაზებით, 1 799 999 ლარად გაიმარჯვა.

მერიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ამ ეტაპისთვის გზის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

"პროექტი ორწლიანია. წელს დაიწყო გზის მოსამზადებელი სამუშაოები. მოეწყობა სანიაღვრეები, ბორდიურები და მოხდება მიწის მოსწორება. მომავალი წლიდან კი მონაკვეთზე გზის საფარის სრული რეაბილიტაცია მოხდება. ამ ეტაპზე სამუშაოები ვადების მიხედვით მიმდინარეობს. ამ მონაკვეთით ჭავჭავაძის ცენტრალურ გზაზე მოძრაობა განიტვირთება",-განაცხადეს მერიაში.

შემაერთებელი გზა სულხან-საბა ორბელიანის გამზირს კონსტანტინე გამსახურდიას, თაბუკაშვილისა და შევჩენკოს ქუჩების გავლით  დაუკავშირდება.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ  უნდა უზრუნველყოს გზის მშენებლობა ხელშეკრულების დადებიდან 360 კალენდარული დღის ვადაში.

ტენდერის მიხედვით, სამუშაოები მომავალი წლის ივნისში უნდა დასრულდეს,  რის შემდეგაც ნიკეას ქუჩა სულხან- საბას გამზირს ახალი გზით დაუკავშირდება.

 

ნიკეასა და ავანგარდის შემაერთებელი გზის რეაბილიტაცია იწყება

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი