|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„როგორ ზრუნავს თვითმმართველობა მოქალაქეებზე, ამ ქუჩის მაგალითზეც ჩანს“

წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროცესში წარმოქმნილი პრობლემები გრძელდება. ამჯერად, ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში აღმაშენებლოს გამზირის მიმდებარედ, ბესიკის პირველი შესახვევის მოსახლეობა ადანაშაულებს. მოსახლოების განცხადებით, წყლის სისტემის რეაბილიტაციის გაჭიანურდა.

პრობლემით დაინტერესდა „გირჩის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. თემურ ცამციშვილის განცხადებით, მოსახლეობას სახლში ვეღარ შედის.

 "მოსახლეობა ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს დახმარებას. როგორ ზრუნავს თვითმმართველობა მოქალაქეებზე ამ ქუჩის მაგალითზეც ჩანს. მთავარია, რომ დროულად მოგვარდეს პრობლემა"- აცხადებს თემურ ცამციშვილი.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ ქუჩაზე წყლის სამუშაოები მიმდინარეობს ამ ეტაპზე ხდება მილების დატესტვა, რის შემდეგაც გზის საფარი აღდგება, ასევე ყველა ქუჩაზე, სადაც წყლის სამუშაოები შესრულდება გზა პირვანდელი სახით აღდგება.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში წყლის სისტემის რეაბილიტაციას „გაერთიანებული წყალმომარაგების“ კომპანიის ქვეკონტრაქტორი კომპანია ასრულებს. თურქული კომპანიის მისამართით შენიშვნა არაერთხელ გამოთქმულა. ბოლოს კომპანიის მუშები გაიფიცნენ. მათი მოთხოვნა ხელფასების გაზრდა იყო.

 

  

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა